ახალი აპლიკაცია VR Pilgrim წმინდა ადგილების ვირტუალურად მონახულების საშუალებას იძლევა

20 ივლისი, 2020 13:29 ტექნოლოგიები





გამოვიდა ახალი აპლიკაცია VR Pilgrim, რომელიც წმინდა ადგილების მონახულების საშუალებას სახლიდან გაუსვლელადაც იძლევა. როგორც აპლიკაციის შემქმნელები აცხადებენ, მათ 2 წლის წინ მიიღეს კურთხევა ქრისტიანული სალოცავების VR ბიბლიოთეკის შესაქმნელად.

"ჩვენი მიზანი მარტივი იყო - დავეხმაროთ ხალხს მთელს მსოფლიოში, რომ ნახონ წმინდა ადგილები  კომფორტულად, საკუთარი სახლიდან გაუსვლელად.. ჩვენი გუნდი 2 წელი იმყოფებოდა ათონის წმინდა მთაზე, იტალიასა და ლიბანში მეტეორას მონასტრებში, მათ გადასაღებად და VR ფორმატში გარდასაქმნელად. ახლა, როდესაც  ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და მოგზაურობის საშუალება შეგვეზღუდა, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვნახოთ წმინდა ადგილები და ვირტუალურად მოვილოცოთ ჩვენივე კომფორტული სახლებიდან", აცხადებს აპლიკაციის შემქმნელი გუნდი.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია Google Play-დან და App Store-დან.


ბოლო სიახლეები