ოცნებები უნდა ახდეს მაშინ, როცა ისინი იბადებიან - გიორგი კეკელიძე

28 ოქტომბერი, 2020 03:21 თვალსაზრისი




გიორგი კეკელიძე: მწერალი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი



"აპრილში, ჩაკეტილობისას, მწირ მოხალისეობას შევუდექი - რასაც ჩემი და მეგობრების ძალები გასწვდა. პროდუქტები მივიტანეთ ერთი-ორგან. ეს იყო და ეს. ერთხელ ასეც მოხდა, დედას ბავშვი გამოჰყვა და მხოლოდ საკვები რომ დაინახა, ცრემლმორეულმა ჩაიჩურჩულა: "დედა, აბა სათამაშოებიცო?" თქვენი დახმარებით, ამ ბავშვს დღეს ბევრი სათამაშო აქვს, მაგრამ რამდენი ასეთი ჩურჩული აგვცდა ან წავუყრუეთ? ასობით. ათასობით. ყველაზე უფრო მრუდე, ამგვარი დაიმედებაა - ,,გაიზრდება ეგ და აიხდენს ყველა ოცნებას". და რომელ ოცნებას აიხდენს? სათამაშოებს იყიდის და შოკოლადებს? დღეს რომ ათასობით საღეჭი რეზინი შევიძინო, ის პატარა გიორგი გაიხარებს, ,,ტონიას ბუტკაში,, რომ ,,ტურბოს ჟუაჩკას" შეტრფოდა? ტყუილია ეგ ამბავი, ტყუილი და რომანტიკული განცდებისთვის მოგონილი საჟრუანტელე ისტორია. ოცნებები უნდა ახდეს მაშინ, როცა ისინი იბადებიან, სხვაგვარი ოცნება ბერდება და ჰა, ჰა - მიზნად იქცეს. მიაღწევ მიზანს და მიხვდები, რომ სიხარული სადღაც უკან დაგრჩა, იქ, სადაც ის დაიბადა და ფრთები ვერ იპოვა. ფრთები კი კარადაშია. იმ კარადაში, რომელიც ჩვენ, უფროსებმა გამოვკეტეთ. ჩემი სურვილიც ეგ არის, ყოველდღიური სურვილი, არა საარჩევნო და საპლაკატო - ვიპოვოთ გასაღები, გავხსნათ კარადა და ბავშვებს სათამაშოები დავურიგოთ. ვინც ვის და რამდენსაც ვიპოვით. ვინც რას და რამდენსაც გავწვდებით. ვისწავლოთ სხვისი ოცნებების ახდენის სიხარული - ადამიანად ყოფნის ნიშნის მთავარი საზეპირო! აი, ასე სლოგანურ-პათეტიკურად. მაინც ეგ გარემოა ახლა და ყური ადვილად უმასპინძლებს".


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




გიორგი კეკელიძე

ბოლო სიახლეები